Posts

Showing posts from November, 2017
 ისტორია კრწანისის ბრძოლაზე  კრწანისის ბრძოლა  — 1795 წლის ბრძოლა  ქართლ - კახეთისა  და  სპარსეთის  ლაშქარს შორის  თბილისთან ,  კრწანისის  ველზე.  აღა-მაჰმად-ხანმა  თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ  ერეკლე II-ს  მოსთხოვა ქართლ- კახეთის სამეფოზე   სპარსეთის  ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა.  გეორგიევსკის ტრაქტატის  ერთგული  ერეკლე II  რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში  აღა-მაჰმად-ხანი  35-ათასიანი ჯარით  საქართველოსკენ  გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ  სომეხთა  მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ  რუსე...